Quantcast
Channel: ბიბლიოთეკა - ხელოვნება, სტატუსები, ჩანახატები, ლექსები სიყვარულზე, სელებრიტები
Viewing all 450 articles
Browse latest View live

სტატუსები ნაწილი 1

$
0
0
სტატუსები  ნაწილი  1


1) არცერთი წამი ქრისტეს გარეშე!!!

2) არარსებობს ქვეყნად იმაზე უფრო ძვირფასი წამები,როცა შენთვის ძვირფასი ადამიანისგან გრძნობ სიყვარულს!!!

3) თუ ოდესმე ერთად არ ვიქნებით,მჯერა და მწამს,რომ ჩვენი გულები არასოდეს დაივიწყებენ ერთმანეთს...

4) მთელი ცხოვრება რაღაცას ვეძებთ და ვერ ვპოულობთ!!!

5) დრო ვერ კურნავს უშენობის ტკივილებს!!!

6) ის ფიქრებიც კი მიყვარს,რომლებსაც შენზე ვფიქრობ...

7) შენ ხარ ჩემი ყველაფერი...!

8) ჩემია მზე,რომ გაგათბობს!

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) გამონათქვამები

$
0
0
იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი)  გამონათქვამები



სრული სახელი და გვარი: იოსებ ბესარიონის ძე სტალინი
ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 21 დეკემბერი, 1879 წელი
გარდაცვალების თარიღი: 5 მარტი, 1953 წელი


საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი და დიქტატორი. იგი საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ.

ადოლფ ჰიტლერი გამონათქვამები

$
0
0
ადოლფ ჰიტლერი   გამონათქვამები




სრული სახელი და გვარი: ადოლდ ჰიტლერი (ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი)
ეროვნება: ავსტრიის მოქალაქე 1925 წლამდე, 1932 წლიდან გერმანელი
დაბადების თარიღი: 20 აპრილი, 1889 წელი
გარდაცვალების თარიღი: 30 აპრილი, 1945 წელი



ფაშისტური გერმანიის ერთპიროვნული ლიდერი და დიქტატორი. მისი მმართველობის დროს გერმანიაში ყველანაირი ოპოზიციური გამოვლინებები აკრძალული იყო და ქვეყანაში ნაციონალურ-სოციალისტური დიქტატურა სუფევდა. ადოლფ ჰიტლერი ითვლება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად.

სტატუსები ნაწილი 2

$
0
0
სტატუსები  ნაწილი  2




1) სხვის მოიმედეს, ადამიანსაც და ქვეყანასაც, უჭირს.
2) სხვის ნაკლზე სიცილს, სჯობს საკუთარ ნაკლზე იტირო.
3) სხვის საზიანოდ ნათქვამი თვითონ შენ მოგიტანს ზიანს.
4) სხვის სიდიადეს თუ ვერ ამჩნევ, დიადს ვერაფერს შექმნი.
5) სხვის ფიქრებს ჯერ არავინ დაუზარალებია.
6) სხვის ღირსებასაც უნდა გაუფრთხილდე, რომ საკუთარი არ დაკარგო.
7) სხვის ხელში იარაღად არასოდეს უნდა იქცე, თუნდაც უარყოფითი პიროვნების წინააღმდეგ.
8) სიზარმაცეზე დიდი მტერი კაცობრიობას არ ჰყოლია.
9) სიკეთე ამრავლებს სიკეთეს.
10) სიკეთე ბოროტის მიმართ, სიკეთისკენ მისი მოქცევის უტყუარი საშუალებაა.
11) სიკეთე გვიცავს ბოროტებისაგან.
12) სიკეთე, რაც უფრო დიდია, მით მეტად დაფასებულია.
13) სიკეთე რომ მიიღო, სიკეთე უნდა გაიღო.
14) სიკეთე საქმეშია და უმისოდ არ არსებობს.
15) სიბრძნისმოყვარეობა სულიერად აწრთობს ადამიანს

სტატუსები ნაწილი 3 (სასაცილო სტატუსები)

$
0
0
სტატუსები  ნაწილი  3 (სასაცილო სტატუსები)



მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ე.ი. ის ქალებში უკვე გარკვეულია

წესიერად აღზრდილი გოგონა არასოდეს დასდევს ყმაწვილებს — განა ვინმეს უნახავს, რომ ხაფანგი თაგვებს დასდევდეს?

მარტო ჩვენ შეგვიძლია ასე: 20 წუთი მაკიაჟი გავიკეთოთ, გავუღიმოთ სარკეს 2 წუთი და შემდეგ წავიშალოთ ყველაფერი

შექსპირი - 17 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 17 სონეტი





როს წაიკითხავს ლექსებს, შენი დიდებით სავსეს,

შთამომავალი მატყუარა პოეტს მიწოდებს,

თუმც ეს სტრიქონი წარწერას ჰგავს საფლავის ქვაზე

და ღირსეულად ვერ გიმღერის, ღმერთმა იცოდეს.

მართლაც რომ ლექსი, შენი ღირსი, დამაწერია,

შენს სადიდებლად რომ მივუშვა რითმის სადავე,

შთამომავლობის მზერა, ვიცი, ალმაცერია,

იტყვიან: „ტყუის, ასე მხოლოდ ღმერთებს ხატავენ“.

როცა ამ ფურცლებს ჟამი აქცევს პაპირუსებად,

ვიცი, ჩემს ლექსებს ბერიკაცის ჩმახვად ჩათვლიან,

მე მომაწერენ მაგ თვალების გაფირუზებას,

ზღაპრად ჩათვლიან, რაიც მართლა ზეცის მადლია.



მაგრამ თუ შენი ნაშიერი იცხოვრებს მაშინ,

მასშიც იცოცხლებ და ამ ჩემი რითმების ხმაშიც.

შექსპირი - 18 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 18 სონეტი





ზაფხულის დილაც ვერ გახდება შენი სადარი,

მისი იერი შენს მშვენებას ვერ ემსგავსება,

მაისის კვირტებს აჩანაგებს ავი ავდარი,

ზაფხული გადის – ხანმოკლეა მისი არსება.

ცის კაბადონზე საზაფხულო მზე რომ მზიანობს,

მასაც ღრუბლებით დაუნდობლად ბურავს ბუნება,

რაა ისეთი ქვეყნად, დრომ ვერ დააზიანოს,

მარად ვის ძალუძს სილამაზის შენარჩუნება?!

მაგრამ ეს სახე არასოდეს დაიბინდება,

შენი ზაფხული არასოდეს არ გათავდება,

თვითონ სიკვდილმაც ვეღარ მოსპოს შენი დიდება,

რადგან, ძვირფასო, ჩემი ლექსი გიდგას თავდებად.



ვიდრე იცოცხლებს ქვეყნად მოდგმა, ღვთისგან შობილი,

მუდამ იქნები ჩემი ლექსით უკვდავყოფილი.

შექსპირი - 19 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 19 სონეტი




დროვ ულმობელო, ისევ მიწას დაახრევინე

მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,

ლომი დაკოდე, ვეფხვს კბილები დაათხრევინე,

ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.

ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,

ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,

რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,

ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ჩაიდინო:

მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,

მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,

ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,

მომავალს დარჩეს, ვით ნიმუში დიდებულების.



მაგრამ თუ გინდა, შენი ცელით ყველა გათიბე,

ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.


შექსპირი - 20 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 20 სონეტი




ბანოვანივით მშვენიერი შეგქმნა განგებამ,

ამიტომ ჩემთვის მეფეც ხარ და დედოფალიცა,

ქალივით სათნოვ, ნატიფი ხარ, ვით ქანდაკება,

მგრამ ქალურად ორგულობის წესებს არ იცავ.

ნათელი მზერით თითქოს ოქროს ზღვაში დაცურავ,

ქალურ სიყალბეს მოკლებულან შენი თვალები,

მამაკაცები შეგხარიან მამაკაცურად,

გონდაკარგული გთავაზობენ გულებს ქალები.

ჯერ ქალად შეგქმნა, შეუყვარდი მერე ბუნებას

და, სამწუხაროდ, მამაკაცად გადაგაქცია,

თვითაც ქალია, ტრფობა როგორ გაემტყუნება,

მაგრამ ქალნი თუ ააშენა, მე დამაქცია.



და თუკი ქალებს უწყალობე, რაც რამ გებადა,

და გრძნობა მომეც, მათთვის დაგრჩეს ღელვა ვნებათა.

''მზეც კი არ მზეობს უსიყვარულოდ"

$
0
0
'' მზეც კი არ მზეობს უსიყვარულოდ"


ყველაფერს დავთმობ, რაც გამაჩნია
ვისურვებ მოვკვდე შენს მხრებზე განაბული
მე უშენობამ ჭაღარა დამამჩნია
და ვმალე თვალები, ცრემლებით დანამული.
გრძნობები წრფელი მწველი, დაფარული
სილაღე სადღაც გამქრალი, გაპარული
რა უცებ გავზრდილვარ, აღარ ვარ ცეტი, რაღა ვინატრო ამაზე მეტი?
სხვა არაფერი არ გამაჩნია, სიყვარულის და ალერსის მეტი
აღარ დავეძებ ვინა ხარ, რა ხარ რადგან შენ ჩემი ფიქრების ზღვა ხარ.
თუ სიყვარული შეგიძვრა გულში სხვა ვერ მიხვდება, ვერ გაიზიარებს
ზოგი დარდს, სევდას ამჟღავნებს ჩხუბში, ზოგიც სვავს ღვინით სავსე ფიალებს.
წინ არ აღუდგეთ სიყვარულს და არც იფიქროთ, დაწყევლოთ იგი!
დანებდით ტრფობას, ცდუნებას ბედნიერება მოაქვს ბუნებას.
უსიყვარულოდ არ ყვაობს ნუში, ნუ გაიხსენებ რა მოხდა გუშინ
თუ მოინდომებ მზესაც მისწვდები, არ გიცხოვრია ფუჭად მიხვდები.
მზეც კი არ მზეობს უსიყვარულოდ, თუ მართლა გიყვარს გახდები მონა
დაგივლის ტანში სიცივე, ვიღაც ამაზე იცინებს, ვიღაცა ტკბილად იძინებს
ვიღაც კი ჩუმად იტირებს, შენ კი კედლებზე დაიწყებ ხოხვას, ვერ მოეშვები კვნესას და ოხვრას.
არც წყარო მოსჩქეფს, უსიყვარულოდ არც ქვები ცვდება ტალღების ცემით
სიყვარულს ვერ ახსნი ენით მას იგრძნობ გულისცემით....
თ.კ

შექსპირი - 21 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 21 სონეტი





კარგო, იცოდე, იმ მეხოტბე პოეტს არ ვგავარ

ლექსში რომ უყვარს სილამაზის შეფერადება,

მზის სხივს რომ ხმარობს სატრფოს კაბის მოსაქარგავად,

მიჯნურის თვალებს რომ ადარებს ზეცის ნათებას.

მას შენი მზესთან შედარებაც არ ეძნელება,

შენთვის გასწირავს მარგალიტებს დასაგმობადაც,

რითმებს მოგაყრის ხან იებად, ხან ენძელებად,

ცისა და მიწის საგანძურებს გიძღვნის ნობათად.

თავდავიწყებით რომ არ გაქე, იქნებ გეწყინა?

ტრფიალს სიცრუე როგორ ვკადრო, რას ვემართლები?

მშვენიერი ხარ, მაგრამ, ვიცი, ისე ვერ ბრწყინავ,



დე, სხვა პოეტმა ააქუხოს ლექსი ფინთიხად,

მე ფასს არ გადებ, – გასაყიდად როდი მინდიხარ.

შექსპირი - 22 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 22 სონეტი


სარკის არ მჯერა, არ გაჩნდება თმაში ჭაღარა,

სანამდე შენში სიყმაწვილის თრთიან ფერები,

მაგრამ თუ ჟამმა ეს სპეტაკი სახე დაღარა,

სიკვდილს შეხვდები შენი ჭკნობით დანაბერები.

შენი მშვენება მინდა დარჩეს, როგორც ზღაპარი,

რა დამაბერებს, ჩემი ტრფობა შენი ხნის არი,

შენს მკერდში ჰპოვა ჩემმა გულმა თავშესაფარი

და შენი გულიც ჩემი მკერდის გახდა ხიზანი.

თავს ნუ დაღუპავ, რომ სიტურფე, მზის სადარები,

გადამირჩინო და უდროოდ არ მისცე მიწას,

მეც შენი გული ხელისგულზე მაქვს ნატარები

და ვუფრთხილდები, ვით პატარას მზრუნველი ძიძა.



შენც დანაცრდები, ჩემი გრძნობა თუ დასამარდა,

გული მაჩუქე, ნაჩუქარი აღარ წამართვა.

შექსპირი - 23 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 23 სონეტი




ესაა ბედი ახალბედა მსახიობისაც -

მღელვარებისგან თავის როლის გადავიწყება,

განრისხებული, აღშფოთებით დაღლილობისას

ხმას ვერ გაიღებ, სანამ სული არ ჩაგიცხრება.

მეც ასე ვდუმვარ, როცა გიმზერ, ჩემო საუნჯევ,

ვერ მოვახერხე შენთვის ჩემი გრძნობის ჩვენება,

მოზღვავებული სიყვარული ისე მამუნჯებს,

რომ სიყვარული, ალბათ, არც კი დამეჯერება.

დე, ლექსმა გითხრას, რომ ტრფიალის ცეცხლი მედება,

მუნჯმა სიტყვებმა, უკვე ჩემგან გამიჯნულებმა,

თუ სიყვარულით დამილოცავ შემოქმედებას,

ის მოგიყვება ჩემი სულის გამიჯნურებას.



თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას,

მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რა გითხრა.

შექსპირი - 24 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 24 სონეტი





მხატვრებად იქცნენ ეს თვალები, გნახეს ასული

და მკერდში ფუნჯით ჩამახატეს შენი სურათი.

ჩემი სხეულის ჩარჩოში ხარ ახლა ჩასმული

და შიგ დარჩები თვით სიცოცხლის დასასრულამდე.

მხატვარს შემხედე, მე ვარ შენი გამომკვეთელი,

დღეს ჩემი მკერდის სახელოსნოს ეგ სახე შვენის,

გულში დავუთმე შენს სახებას მთელი კედელი

და მკერდს სარკმლებად დავუყოლე თვალები შენი,

ჩვენი თვალები ერთმანეთის ვალში არ რჩება,

ჩემმა თვალებმა შენ დაგხატეს ათასფერებად,

შენი თვალები გამომადგა მკერდის ფანჯრებად.

შიგ მზეც შემოდის შენი სახის მოსაფერებლად.



თვალებმა მაინც სამსახური ვერ გამიწია,

სახეს ხატავენ, გულისა კი არა იციან.

შექსპირი - 25 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 25 სონეტი




ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,

დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,

თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,

მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.

ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,

თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,

მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება,

ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.

სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი,

თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას,

ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი,

ვინ ააცილოს დამარცხებულს ლანძღვა-ძაგება.



მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის,

მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.

ჰიპ-ჰოპ მუსიკა

$
0
0
ჰიპ-ჰოპ მუსიკა



ჰიპ-ჰოპ მუსიკა (ინგლ. hip-hop music, rap music ან hip-hop music) — მუსიკალური ჟანრი, რომელიც ეფუძნება სტილისტური რითმული მუსიკის ჟღერადობას. მას ახლავს რეპი, რითმული რეჩიტატივი.ჰიპ-ჰოპის სუბკულტურას შეადგენს ოთხი მნიშვნელოვანი ელემენტი — MC/რეპი, დიჯეი/სკრეჩი, ბრეიკი/ცეკვა და გრაფიტი.ასევე გათვალისწინებულია სემპლინგი და ბითბოქსი.

პოპ მუსიკა

$
0
0
პოპ  მუსიკა




პოპ-მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ-მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.

შექსპირი - 26 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 26 სონეტი


ჩემო მეუფევ, ვიდრემდისაც სული შემრჩება,

მე, ქედმოხრილი, შენი მონის უღელს ვატარებ

და ახლა შენთან ამ სტრიქონებს ვგზავნი ელჩებად,

სიყვარულს ვატან, ნიჭი ვეღარ გამოვატანე.

თუმცაღა ვიცი, ეს ლექსები, ფეხშიშველები,

ვერას იტყვიან შენს საკადრისს შენთან წამოსვლით,

მაგრამ მე მჯერა, რომ უბადრუკს წამეშველები

და გონებაში შემიმოსავ ელჩებს სამოსით.

თუკი ოდესმე ბედის ვარსკვლავს მოვაგონებდი,

თუკი შენს უღირსს გამითენდა დილა კეთილი,

ჩემი ლექსები აღარ მოვლენ შენთან გოდებით,

აღარ იქნება ტრფობა სამოსჩამოფლეთილი.



ჩემს სიყვარულზე შემოძახილს მაშინ გავბედავ,

ჯერ კი ჩუმად ვარ,სანამ ბედი მიჩანს ავბედად.

შექსპირი - 27 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 27 სონეტი





როცა დაღლილი ჩემს სასთუმალს თავს შევაფარებ,

როცა სხეული, დაქანცული, მისახედია,

გონება ჩემი მაინც შენზე ფიქრს შემაპარებს

და სანეტარო ოცნებაში ვიწყებ ხეტიალს.

ჩემი ფიქრები ამ წამწალით ვეღარ დაღლილან,

შენსკენ მოდიან მომლოცველად. როგორც მწირები,

თვალგახელილი ბნელეთს ვხედავ, ბრმათა სახილავს,

შენზე ვკაეშნობ, ყოველღამე შენ გეწირები.

რადგან გონებას შენზე ფიქრი არა სწყინდება,

შენი აჩრდილი მოადგება უცებ სასთუმალს,

მოადგება და ალმასივით გამობრწყინდება

და ბნელი ღამეც გაიღიმებს ახალგაზრდულად.



დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით,

არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.

შექსპირი - 28 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 28 სონეტი




ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,

არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,

დღე – შრომით მქანცავს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,

მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.

დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,

ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,

დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დაღარა,

ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცლება.

რადგან დღე – ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,

დღეს ვეუბნები, რომ შენა გგავს ზეცის ფერია,

ღამეს ვარწმუნებ, როცა მინდა მისი მოსყიდვა,

რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.



დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,

და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.
Viewing all 450 articles
Browse latest View live