Quantcast
Channel: ბიბლიოთეკა - ხელოვნება, სტატუსები, ჩანახატები, ლექსები სიყვარულზე, სელებრიტები
Viewing all 450 articles
Browse latest View live

შექსპირი - 29 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 29 სონეტი




როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,

როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,

როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,

ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,

იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,

გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,

ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,

ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,

მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება

და, გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,

საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.

და ოცნებების ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.



ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,

რა ბედენაა, მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.

შექსპირი - 30 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 30 სონეტი




ფიქრთა სამყარო როს მოუხმობს დღეებს გარდასულს,

ყმაწვილკაცობა დაკარგული მომაგონდება,

ვიგონებ წუთებს, განუქარველ დარდით დაღდასმულს,

და ჩემთვის ძვირფასს აჩრდილებზე ვიწყებ გოდებას.

თვალნი დამშრალნი ივსებიან ცრემლით მდუღარით,

მეგობრებს ჩემსას რომ ახურავთ კუბოს ფიცარი,

მიწაზე დავრჩი, სიყვარულის ფიქრით მწუხარი,

მიწამ წაიღო სახელები დასაფიცარი.

და მეც ნაღველი გარდასული ისევ მანაღვლებს.

ძველი დარდებით დაკოდილი რამ დამამშვიდოს?!

სულის ჭრილობებს, მოშუშებულს, ისევ ვანახლებ,

საფლავს წასულნი კვლავ გამიხდნენ საპანაშვიდო.



მაგრამ როდესაც გულმოკლული შენს სახეს ვხედავ,

ვეღარ კაეშნობს კაეშანი გარდასულ დღეთა.

შექსპირი - 33 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 33 სონეტი




ათასი ლურჯი რიჟრაჟი მაქვს მოსაგონები,

მთის მწვერვალები – ზეცისაკენ ატყორცნილები,

მნათობის ოქროს ბაგეები – ველს ნაკონები,

და წყაროები – მზის სხივებით დაკოცნილები,

მაგრამ ხანდახან იბურება ზეცის ტატნობი,

შავი ღრუბელი ეხურება ციურ მშვენებას,

მაშინ ცოდვიან დედამიწას სტოვებს მნათობი

და დარცხვენილი დასავლეთში ჩაესვენება.

ერთხელ, ცისკარზე ჩემმა მზემაც გამოაშუქა

და გულდაკოდილს გამიბრწყინა შუბლი მეფურად,

მაგრამ დიდება ბედისწერამ წამით მაჩუქა,

ჩემი მნათობი ლეგა ნისლმა ისევ შებურა.

უსხივოდ დავრჩი, არ ვუჩივი მაინც ბუნებას,

მიწის მზე რაა, თუკი ზეცის მზეც იბურება.

შექსპირი - 34 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 34 სონეტი





რადგან შევიტყვე, რომ მზიანი დარი გვეწვია,

უმოსასხამოდ გამოველ და გავყევ გზა-შარას,

მაგრამ ღრუბელი ქარ-წვიმებით წამომეწია

და შენი სახეც, მშვენიერი, ნისლმა წაშალა.

თუმცა ბურუსში შენმა სხივმა გამოიარა,

შემისრო სახე, დაკოდილი წვიმის ღარებით,

რა მალამოა, რაიც მხოლოდ არჩენს იარას,

მაგრამ ტკივილს ვერ გაიყუჩებ მისი ხმარებით?!

რას მარგებს ახლა, თუკი გული შენც გეკოდება,

მონანიება შენი შვებას ვით შევადარო?!

რა ბედენაა მუხანათის მწარე გოდება,

მისი ნახმლევი თუ ჯვარივით უნდა ვატარო?!



მაგრამ, დაღვრილი მარგალიტად, ცრემლი ნეტარი,

არის განწმენდა ყველა ავი ნამოქმედარის.

შექსპირი - 35 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 35 სონეტი




კარგო, ნუ ნაღვლობ, შენი ცოდვა ნუ შეგაწუხებს,

ვარდს ეკალი აქვს, ჩქერებს ქვები გამოჰყვებიან,

მზე და მთოვარე შეუბოჭავთ ღრუბლის მარწუხებს

და ხეთა კვირტებს ჭიაღუა დამოყვრებია.

არავინ იცის უცოდველი ქვეყნად არსება,

ესეც ცოდვაა, მოღალატე რომ მეცოდები,

ლექსით რომ ვცდილობ შენი ქცევის შელამაზებას,

ცოდვად რომ ვიდე გამართლება შენი ცოდვების.

მე, ბრალმდებელი, შენს დამცველად გადამაქციე,

მამართლებინებ ავხორცობას – ჩადენილს გუშინ,

როს სამსჯავროზე მე ვატყუნებ ჩემივ საქციელს,

ამ დროს ტრფობა და სიძულვილი იბრძვიან გულში

ცოდვას რომ ვიდებ, დასადნობი, ალბათ არცა ვარ.

ყაჩაღს ვემხრობი, ვინც დამეცა გასაძარცვავად.

ოთარ ჭელიძე - ათას ერთი ღამის წერილებიდან

$
0
0
ოთარ ჭელიძე - ათას ერთი ღამის წერილებიდან




ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,

როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,



ტკივილი ცოტახნით დამიამე,

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,

ძარღვებში სისხლივით დამიარე,

თვალებში შუქივით შეიჭერი

შოთა ნიშნიანიძე - კაცია და გუნება

$
0
0
შოთა ნიშნიანიძე - კაცია და გუნება



ფრინველებში შაშვი მიყვარს,

შაშვი მებულბულება.

ბულბულს შაშვი მირჩევნია,

კაცია და გუნება.

ტერენტი გრანელი - ააწრიალებს სულს უშენობა

$
0
0
ტერენტი გრანელი - ააწრიალებს სულს უშენობა



ააწრიალებს სულს უშენობა

და შემოდგომის ნაზი ფერები,

ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ

და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...

ანა კალანდაძე - რომ ავყოლოდი გულისთქმას

$
0
0
ანა კალანდაძე - რომ ავყოლოდი გულისთქმას



რომ ავყოლოდი გულისთქმას,

ჭკუას არ დავიხმარებდი,

შენთან დავლევდი ჩემს დღეებს,

შენს გულში გავიხარებდი...



ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი,

გზას წისქვილისკენ გავლევდი...

ბატარაც რამე გწყენოდა,

სულს ხოხობივით დავლევდი...

NICKELAS BENDTNER

$
0
0
NICKELAS  BENDTNER



ნიკლას ბენდტნერი — დანიელი ფეხბურთელი, დანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ ფეხბურთელი. 2009 წელს დასახელდა დანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე.


ჯილდოები:
Serie A (1): 2012–13;
FA Cup: 2013–14
Danish Under-17 Player of the Year: 2004
Danish Talent of the Year: 2007
Danish Football Player of the Year: 2009

ALVARO ARBELOA

$
0
0
ALVARO  ARBELOA



ალვარო არბელოა კოკა (ესპ. Álvaro Arbeloa Coca; 17 იანვარი 1983, სალამანკა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მცველი.
ალვარომ „რეალთან“ კონტრაქტი ადრეულ ასაკში გააფორმა და მის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, მას რაღაც პერიოდი რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. იმ პერიოდში, როდესაც ის ახალგაზრდულ გუნდებში ირიცხებოდა, 2-ჯერ გამოიძახეს ძირითად გუნდში სათამაშოდ, თუმცა მან საწყის ეტაპზე გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და 2006 წლის 24 ივლისს არბელოა „დეპორტივოში“ გადავიდა, მას ახალ გუნდში რეგულარულად თამაშის იმედი ჰქონდა.

RIO FERDINAND

$
0
0
RIO  FERDINAND



რიო გავინ ფერდინანდი (ინგლ. Rio Gavin Ferdinand; დ. 7 ნოემბერი, 1978, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ამჟამად თავისუფალი აგენტი. ბოლოს თამაშობდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, ასევე 2011 წლამდე იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი. რიო ფერდინანდს 81 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. ფერდინანდი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვიცე კაპიტანი. მისი ეროვნული დებიუტი შედგა კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1997 წელს. მისი პირველი უფროსი ასაკის გუნდი იყო „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. შემდეგი იყო „ლიდს იუნაიტედი“, მან მოხსნა სატრანსფერო რეკორდი მცველისათვის დიდ ბრიტანეთში. იგი ლიდსში „ვესტ ჰემიდან“ გადავიდა 18 მილიონ ფუნტად.

გალაქტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ

$
0
0
გალაქტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ



რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

ოთარ ჭილაძე - გარეთ ისევ წვიმს

$
0
0
ოთარ ჭილაძე - გარეთ ისევ წვიმს




გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.

სალვადორ დალი

$
0
0
სალვადორ დალი



სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (კატ. Salvador Felip Jacint Dalí i Domènech; ესპ. Salvador Domingo Felipe Jacinto Dalí i Domènech); დ. 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― გ. 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

ლეონარდო და ვინჩი

$
0
0
ლეონარდო და ვინჩი




ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci; დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია — გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) — აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა — კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით.
1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში — ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა.
1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი, ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი.

შექსპირი - 41 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 41 სონეტი




შენი ცოდვები, თავგასული შენი ანცობა,

როცა დროდადრო ჩემთვის გრძნობას ვეღარ იმეტებ,

ეპატიება შენს მშვენიერ ყმაწვილკაცობას,

ყოველდღიური ცთუნებებით სავსე იმედებს.

გეტრფიან, რადგან კარგი ხარ და კეთილშობილი,

მოგერიება შემოტევის გიმძიმთ ლამაზებს,

ვიცი ვერ შეძლებ უარის თქმას ქალის შობილი,

თუ თვითონ ქალი საკუთარ თავს შემოგთავაზებს.

ვაგლახ, შენ ჩემი სამფლობელოც აღარ დაინდე,

ვეღარ ალაგმე ჟინი შენი ყმაწვილკაცური,

ისე გალაღდი, ჩემს მიმართაც ვერ ირაინდე

და ასე გატყდა ორი ფიცი, დღემდე დაცული:



მან მიღალატა, ვისაც სატრფოდ ვთვლიდი ამდენ ხანს,

და შენც ვერ ასცდი სამეგობრო ფიცის გატეხას.

შექსპირი - 42 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 42 სონეტი




ის რომ შენია, ეს მე ახლა ნაკლებად მაღონებს,

თუმც გაგიტყდები, მისი ტრფობა მწვავდა თავიდან,

შენ რომ მისი ხარ, ეს ვარამი მაცლის ძალ-ღონეს,

რადგანაც ვიცი, უშენობას ვერ გადავიტან.

მაგრამ ორივეს გამართლებას მაინც მოვნახავ:

ის შეიყვარე, რადგან იცი, მეც ის მიყვარდა,

მან შეგიყვარა,რადგან ჩემი გრძნობის მონა ხარ,

და მანაც ტრფობა ორგულობით გადამიხადა.

მე თუ დაგკარგე, შენ ხომ ჩემმა სატრფომ მოგძებნა,

ის თუ დავკარგე, ამითი ხომ სატრფო შეგძინე

და, რადგან გახდით ერთმანეთის გულის ოცნება,

მიჯნურობაში უკვე არც ერთს არ შეგეცილეთ.



მაგრამ მე და შენ ხომ ერთი ვართ, არ გავყოფილვართ,

მაშ, მისი სატრფო, მეგობარო, კვლავ მე ვყოფილვარ

შექსპირი - 43 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 43 სონეტი




როს თვალებს ვხუჭავ თვალხილული ვხდები მაშინვე,

დღისით ვბრმავდები, როცა ვუცქერ ამ საუკუნეს,

დაძინებისას შუაღამე აღარ მაშინებს, -

შენ მეზმანები და ეგ შუქი ფანტავს უკუნეთს.

ბნელსაც ანათებს შენი ლანდის გამოცხადება,

ღამის აჩრდილნიც შენს სხივებში ჩანან მზესავით,

დღისით კი, ალბათ, მზესაც ჯაბნის შენი ხატება,

ამ მიძინებულ თვალთათვისაც შუქის მთესავი.

გავიღვიძებ და უსინათლოს დამაქვს ოცნება,

დღის სინათლეზე დავინახო შენი დიდება,

ბნელს რომ ანათებს შენი ლანდის გასხივოსნება,

შენი მშვენების აჩრდილიც რომ არ იბინდება.



დღე მიბნელდება, თუ ვერ გნახე სადიადებლად

და ღამეები გადმექცნენ განთიადებად.

შექსპირი - 44 სონეტი

$
0
0
შექსპირი - 44 სონეტი




ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,

ვერ დაგვაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,

ვერ მომქანცავენ გზები გზებზე გადახვეული

და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.

ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,

თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,

ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,

გაფიქრება და – სადაც გინდა გადაფრინდები.

ერთი დარდი მკლავს – ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,

შორით წასულო, ფრთები შენთან ვეღარ გამაჩენს,

წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ჩემი არსებით

და მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.



რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,

რადგან წყალი ვარ, წყლად დავრჩები, ცრემლად დაღვრილი.
Viewing all 450 articles
Browse latest View live